პრაქტიკული ფსიქოლოგია

პრაქტიკული ფსიქოლოგია

უნიკალური შესაძლებლობა პრაქტიკული ფსიქოლოგიის შესწავლის მსურველთათვის!
პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი – IDC აცხადებს მიღებას პრაქტიკული ფსიქოლოგიის პროგრამაზე.

მიღება მიმდინარეობს ორ ჯგუფში:

1. Online სწავლების ჯგუფი
2. ჰიბრიდული სწავლების ჯგუფი (Online და ადგილზე)

რა არის პრაქტიკული ფსიქოლოგია და რაში შეგვიძლია მისი გამოყენება?
პრაქტიკული ფსიქოლოგია მოიცავს მეთოდებს, საშუალებებსა და მიდგომებს, რომელთა დახმარებითაც ადამიანს საშუალება აქვს უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს და განავითაროს მასში არსებული რესურსები, უნარები და შესაძლებლობები. რაც განაპირობებს მისი ცხოვრების ცვლილებას უკეთესობისკენ.

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა ეფუძნება ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთიან პრინციპებს და მოიცავს მონაწილეთა მომზადებას როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით :

• შესავალი ფსიქოლოგიაში;
• განვითარების თეორიები;
• არტ-თერაპია;
• ფსიქოდინამიკური ფსიქოანალიზი;
• კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია;
• გეშტალტთერაპია;
• ბავშვთა ფსიქოთერაპია
• ფსიქოსინთეზი;
• პოზიტიური ფსიქოთერაპია;
• ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება(NLP);
• ქოუჩინგი;
• ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება;
• ჯგუფური ფსიქოთერაპია პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის.

ვინ დაიშვება პროგრამაზე?

კურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები – ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფსიქოლოგიით, საკუთარი თავის შეცნობითა და თვითგანვითარებით;
Online სწავლების ჯგუფში შეხვედრები მიმდინარეობს Zoom პლატფორმაზე.
ჰიბრიდულ ჯგუფში, თეორიული საგნები ისწავლება Online, ხოლო პიროვნული ზრდის ჯგუფი მიმდინარეობს ადგილზე (მის: ჭავჭავაძის 2/2)

პროგრამას უძღვებიან უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები.პროგრამის ხელმძღვანელი – ნათია ბადრიძე
• კლინიკური ფსიქოლოგი;
• ა.შ.შ- ის მონმაუთ უნივერსიტეტის(Monmouth University) ქცევათმეცნიერების ანალიტიკოსი;
• “ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტის(New Vision University) მოწვეული ლექტორი.

სწავლა მიმდინარეობს Online;
დაწყების თარიღი – 1 ოქტომბერი;
კურსის ხანგრძლივობა – 10 თვე;
შეხვედრები მიმდინარეობს კვირაში ორჯერ (დრო შეთანხმებით).
Online სწავლის საფასური 1800 ლარი. გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად.
ჰიბრიდული სწავლების საფასური 2300 ლარი
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
• რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• განათლების დამადასტურებელი ცნობა.