გაიცემა პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (WAPP) სერთიფიკატი ვისბადენი, გერმანია.
პროგრამის ხანგრძლივობა:
200 საათი (სესიები ტრენერთან: თეორია, პრაქტიკა, პირადი გამოცდილება, დემონსტრაციები, ინტერვიზიული ჯგუფები, დამოუკიდებელი სამუშაო)
3 მოდული, თითოეული 4-დღიანი (ინტენსიური).
I მოდული ჩატარდება 1,2,3,4 ოქტომბერს (4 სრული დღე)
II მოდული დეკემბერი 23,24,25,26 დეჯემბერი
III მოდული 24,25,26,27 მარტი
კონსულტირების უნარების სწავლება პოზიტიური ფსიქოთერაპიის საფუძვლებსა და მეთოდიკაზე დაყრდნობით. „პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ერთწლიანი კურსის“ გავლისა და შესაბამისი გამოცდის შემდეგ, მსმენელი ხდება „პოზიტიური ფსიქოთერაპიის საბაზისო კონსულტანტი“, რაც დასტურდება შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატით (პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (WAPP) სერთიფიკატი). საბაზოსო კურსის გავლის შემდგომ მათთვის, ვინც გადაწყვეტს „პოზიტიურ ფსიქოთერაპევტობას“, შესაძლებლობა ექნება გაიაროს EAP-ის მიერ აღიარებული სტანდარტის შესაბამისი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა ფსიქოთერაპევტის დიპლომი1. პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდი მოიცავს თეორიას, პრაქტიკას და პირად გამოცდილებას.პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდი მოიცავს თეორიას, პრაქტიკას და პირად გამოცდილებას.
პოზიტიური ფსიქოთერაპია არის თანამედროვე სამეცნიერო ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი, რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოსა (WCP.www.worldpsyche.org) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP.www.europsyche.org) მიერ.
პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდი დაფუძნებულია გამოჩენილი გერმანელი ფსიქიატრისა და ნევროლოგის ნ. პეზეშკიანის მიერ, რომელიც მას უწოდებდა ,,ფსიქოდინამიურ, ღრმა ფსიქოლოგიური წვდომის ფსიქოთერაპიულ მეთოდს, რომელიც ორიენტირებულია კროსკულტურულ ჰუმანისტურ მიდგომებზე, აგრეთვე კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიის ახალ მეთოდიკასა და სხვადასხვა რესურსებზე ორიენტირებულ მოკლევადიან, სწრაფ ფსიქოთერაპიულ ტექნიკებზე.”
კურსის დასრულების შემდგომი კვალიფიკაცია:
ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი (გერმანიის, ვისბადენის აკადემიის WIAP სერტიფიკატი )
• ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების პროფესიულ ცოდნასა და ტექნიკებს.
• პოზიტიური ფსიქოთერაპიული მიდგომის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და ადამიანის ჰოლისტურ აღქმას.
• ადამიანის პოზიტიური ბუნებისა და ქცევების ღრმა გაგებას.
• კონფლიქტის არსის წვდომასა და მასთან მუშაობის უნარებს.
• პოზიტიური ფსიქოთერაპიის საბაზისო კონსულტანტის სერთიფიკატს
პირები, რომელთაც აქვთ უმაღლესი სამედიცინო, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური (და სხვა ჰუმანიტარული ) განათლება. აგრეთვე მათ, ვისაც გავლილი აქვს (ან გადის) ფსიქოლოგიის ერთწლიანი სასერტიფიკაციო კურსი.
საბაზისო კურსის პროგრამა:
• პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდის ფილოსოფია და მსოფლმხედველობა;
• დიფერენცირებული ანალიზი;
• ბალანსის პრინციპი;
• ურთიერთობების ეტაპები;
• კონფლიქტის დინამიკა და მართვა;
• პირველი ინტერვიუ პოზიტურ ფსიქოთერაპიაში;
• კონფლიქტის მოგვარების საშუალებები, ფსიქოსომატური რეაქციები.
• ბალანსის მეთოდი;
• მიკრო და მაკრო მოვლენების თეორია;
• ფაქტობრივი და საბაზისო შესაძლებლობების განსაზღვრა;
სწავლა დაიწყება 2021 წლის 1 ოქტომბერს.
პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი სამედიცინო, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური (და სხვა ჰუმანიტარული ) განათლება. აგრეთვე მათ, ვისაც გავლილი აქვს (ან გადის) პრაქტიკიული ფსიქოლოგიის ერთწლიანი სასერტიფიკატო კურსი.
ბავშვთა პოზიტიური ფსიქოთერაპიის კურსი შედგება ორი ნაწილისაგან: პოზიტიური ფსიქოთერაპიის საბაზისო კურსისა და პოზიტიური ფსიქოთერაპიის საბავშვო მიმართულების სპეციალიზაციის კურსისაგან.
საბაზისო კურსი – ეს არის ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული კონსულტირების უნარების
სწავლება პოზიტიური ფსიქოთერაპიის საფუძვლებსა და მეთოდიკაზე დაყრდნობით.
საბავშვო მიმართულების სპეციალიზაციის კურსი – მოიცავს ბავშვებთან და მათ ოჯახებთან
მუშაობას, პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდებისა და ფსიქოთერაპიული ტექნიკების სწავლებას.
• პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდის ფილოსოფია და მსოფლმხედველობა;
• დიფერენცირებული ანალიზი;
• ბალანსის პრინციპი;
• ურთიერთობების ეტაპები;
• კონფლიქტის დინამიკა და მართვა;
• პირველი ინტერვიუ პოზიტურ ფსიქოთერაპიაში;
• კონფლიქტის მოგვარების საშუალებები, ფსიქოსომატური რეაქციები;
• ბალანსის მეთოდი;
• მიკრო და მაკრო მოვლენების თეორია;
• ფაქტობრივი და საბაზისო შესაძლებლობების განსაზღვრა;
საბაზისო კურსის I მოდული ჩატარდება 1,2,3,4 ოქტომბერს (4 სრული დღე)
II მოდული დეკემბერი 23,24,25,26 დეჯემბერი
III მოდული 24,25,26,27 მარტი
სრული კურსის ღირებულება: 3️5️0️0️$ – ის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში.
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
• განცხადება
• პირადობის მოწმობის ასლი
• 2 ფოტოსურათი ¾ზე
• უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/დამამთავრებელი კურსის ცნობა
ეს არის რესურსების აღმოჩენისა და გამოყენების შესაძლებლობაზე დაყრდნობის უნარი, რომელიც აგრეთვე გამოიყენება სერიოზულ აშლილობაზე მუშაობის დროს. (კონცეფცია, რომლისთვისაც ნ. პეზეშკიანი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე);
კონსულტაციის ტრანსკულტურული მოდელი (ბავშვის განვითარების მაკრო და მიკროკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით);
დიაგნოზირების და ფსიქოთერაპიული ინტერვენციების დაგეგმვის სტრუქტურული სისტემა.
• ფსიქოკონსულტირების პროფესიულ ცოდნასა და ტექნიკებს;
• ფსიქოკონსულტირების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და ადამიანის ჰოლისტურ აღქმას;
• ადამიანის პოზიტიური ბუნებისა და ქცევების ღრმა გაგებას;
• კონფლიქტის არსის წვდომასა და მასთან მუშაობის უნარებს;
• ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობისათვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.
• ფსიქოთერაპიულ ან ფსიქოდიაგნოსტიკურ პრაქტიკულ გამოცდილებას.
• სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან თერაპიული ურთიერთობების დამყარების და შენარჩუნების უნარი;
• თერაპიულ მუშაობაში თითოეული ასაკობრივი პერიოდის მახასიათებლების გააზრება და
• გათვალისწინება.
• ზოგადი წარმოდგენა
• ძირითადი სამეცნიერო სკოლების შესახებ და განვითარების კონცეფციები ბავშვთა ფსიქოთერაპიაში, ფსიქოთერაპიული აზროვნების ფორმირება;
• ბავშვებთან პროფესიონალურად მუშაობისათვის საჭირო მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებების განვითარება;
• განვითარების დარღვევების დადგენა და დიაგნოზის უნარი.
მოდული 1.
ბავშვთა დადებითი ფსიქოთერაპიის საფუძვლები
ბავშვის განვითარების ძირითადი ეტაპები სხვადასხვა მიდგომათა რეფრაქციაში;
პოზიტიური ფსიქოთერაპიის ძირითადი ცნებები, პიროვნების განვითარების ტრანსკულტურული ასპექტი;
აღზრდის სტილები, განსაკუთრებით მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, ბავშვის
მოთხოვნილებები.
მოდული 2.
ბავშვთა ფსიქიური დარღვევების ეტიოლოგია, პათოგენეზი და დინამიკა
პოზიტიური ფსიქოთერაპიის შეხედულება დარღვევების წარმოქმნის ხასიათთან დაკავშირებით .რესურსზე ორიენტირებული მიდგომა გონებრივი და პიროვნული
განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით.
მოდული 3-4
ბავშვებში კონფლიქტის ფორმირების მექანიზმები, ასაკთან დაკავშირებული
მახასიათებლების გათვალისწინებით;
კონფლიქტის, დაცვისა და კომპენსაციის მექანიზმებზე რეაგირების სფეროები;
ფსიქოსომატური, ემოციური და ქცევითი დარღვევების ფორმირება ბავშვებში, სიმპტომების ფუნქცია.
მოდული 5.
ბავშვთა დარღვევების ფსიქოთერაპიაში
• თერაპიული ურთიერთობები: გადაცემა, ტრანსტრანსფერო, ფსიქოთერაპიაში ოჯახის
• მოლოდინი;
• თერაპიული გეგმა, პოზიტიური ფსიქოთერაპიაში კონკრეტული ინსტრუმენტების
• გამოყენება;
• ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ფორმატი ბავშვთა დარღვევების
• ფსიქოთერაპიაში;
• თითოეულ მოდულში არსებული პრაქტიკული ნაწილი:
• ზედამხედველობა;
• მცირე ჯგუფური მუშაობა;
• საქმის შესწავლა;
თვითგამოცხადების ჯგუფები.
პროგრამის ხანგრძლივობა 1,5 წელი. 8 მოდული. 400 საათი.
საბაზისო კურსი
200 საათი (სესიები ტრენერთან: თეორია, პრაქტიკა, პირადი გამოცდილება, დემონსტრაციები, ინტერვიზიული ჯგუფები, დამოუკიდებელი სამუშაო)
მოდული, თითოეული -დღიანი (ინტენსიური), – თვიანი ინტერვალით.
მოდულებს შორის ინტერვიზიული შეხვედრები და დამოუკიდებელი სამუშაოები.
სპეციალიზაცია ბავშვთა მიმართულებით 200 საათი
5 მოდული, თითოეული 3 – დღიანი (ინტენსიური), 2-3 თვიანი ინტერვალით.
მოდულებს შორის ინტერვიზიული შეხვედრები და დამოუკიდებელი სამუშაოები.
• 80 საათი თეორია.
• 64 საათი პრაქტიკული სამუშაო.
• 8 საათი სუპერვიზია.
• 8 საათი ინტერვიზია.
• 40 საათი მუშაობა რეკომენდებულ ლიტერატურასთან
• მოდულის პრაქტიკული ნაწილი:
• ზედამხედველობა;
• მცირე ჯგუფური მუშაობა;
• საქმის შესწავლა;
პრაქტიკული ფსიქოლოგია
უნიკალური შესაძლებლობა პრაქტიკული ფსიქოლოგიის შესწავლის მსურველთათვის!
პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი – IDC აცხადებს მიღებას პრაქტიკული ფსიქოლოგიის პროგრამაზე.
მიღება მიმდინარეობს ორ ჯგუფში:
1. Online სწავლების ჯგუფი
2. ჰიბრიდული სწავლების ჯგუფი (Online და ადგილზე)
რა არის პრაქტიკული ფსიქოლოგია და რაში შეგვიძლია მისი გამოყენება?
პრაქტიკული ფსიქოლოგია მოიცავს მეთოდებს, საშუალებებსა და მიდგომებს, რომელთა დახმარებითაც ადამიანს საშუალება აქვს უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს და განავითაროს მასში არსებული რესურსები, უნარები და შესაძლებლობები. რაც განაპირობებს მისი ცხოვრების ცვლილებას უკეთესობისკენ.
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა ეფუძნება ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთიან პრინციპებს და მოიცავს მონაწილეთა მომზადებას როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით :
• შესავალი ფსიქოლოგიაში;
• განვითარების თეორიები;
• არტ-თერაპია;
• ფსიქოდინამიკური ფსიქოანალიზი;
• კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია;
• გეშტალტთერაპია;
• ბავშვთა ფსიქოთერაპია
• ფსიქოსინთეზი;
• პოზიტიური ფსიქოთერაპია;
• ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება(NLP);
• ქოუჩინგი;
• ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება;
• ჯგუფური ფსიქოთერაპია პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის.
ვინ დაიშვება პროგრამაზე?
კურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები – ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფსიქოლოგიით, საკუთარი თავის შეცნობითა და თვითგანვითარებით;
Online სწავლების ჯგუფში შეხვედრები მიმდინარეობს Zoom პლატფორმაზე.
ჰიბრიდულ ჯგუფში, თეორიული საგნები ისწავლება Online, ხოლო პიროვნული ზრდის ჯგუფი მიმდინარეობს ადგილზე (მის: ჭავჭავაძის 2/2)
პროგრამას უძღვებიან უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები.პროგრამის ხელმძღვანელი – ნათია ბადრიძე
• კლინიკური ფსიქოლოგი;
• ა.შ.შ- ის მონმაუთ უნივერსიტეტის(Monmouth University) ქცევათმეცნიერების ანალიტიკოსი;
• “ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტის(New Vision University) მოწვეული ლექტორი.
სწავლა მიმდინარეობს Online;
დაწყების თარიღი – 1 ოქტომბერი;
კურსის ხანგრძლივობა – 10 თვე;
შეხვედრები მიმდინარეობს კვირაში ორჯერ (დრო შეთანხმებით).
Online სწავლის საფასური 1800 ლარი. გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად.
ჰიბრიდული სწავლების საფასური 2300 ლარი
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
• რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• განათლების დამადასტურებელი ცნობა.
Copyright © 2021 positium. All rights reserved.